ტყიბულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად ხორციელდება
ტყიბულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად ხორციელდება. ამჟამად ბეტონის საფარი სვანეთის ქუჩაზე, სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე ეწყობა.პროექტის მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელიც ბეტონის დაგების პროცესს ადგილზე დაესწრო.
150 000 ლარის ფარგლებში, 560 მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარიანი გზა კეთდება, რომელიც მოსახლეობას უსაფრთხო და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გი-ან 2011“ აწარმოებს, რომელიც თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს.