ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი გზა მოეწყობა

13 მარტი, 2020

ტყიბულში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი გზა მოეწყობა. დაგეგმილია ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია,სადაც მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი და გარე განათება.
პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა, მომლოცველები და ტურისტები გადაადგილებას უსაფრთხო და კომფორტული გზით შეძლებენ. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

გააზიარე