ჯანდაცვის სფეროს ხელშეწყობის მიზნით მაჟორიტარის პირადი ბიუჯეტიდან 420 724.58 ლარია გახარჯული
ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ელგუჯა გოცირიძისათვის ჯანდაცვის სფეროს ხელშეწყობა, მისივე პროფესიიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. 3 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სფეროს ხელშეწყობის მიზნით მაჟორიტარის პირადი ბიუჯეტიდან 420 724.58 ლარია გახარჯული.
დროის ამ პერიოდში, მოეწყო რამდენიმე უფასო სამედიცინო აქცია სხვადასხვა პროფილის ექიმის მონაწილეობით - ორივე მუნიციპალიტეტში, პროგრამაში დაახლოებით 2 900 ადამიანი ჩაერთო და საერთო ჯამში 250 000 ლარზე მეტი შეღავათი გაუკეთდა მათ ამ მიმართულებით. შეჭირვებული ადამიანებისათვის პერიოდულად მიმდინარეობს უფასო მედიკამენტების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 300-ზე მეტი ბენეფიციარი დაკმაყოფილდა. დეპუტატმა არაერთ ადამიანს დაუფინანსა საჭირო სამედიცინო პროცედურა თუ საოპერაციო ჩარევა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაჟორიტარის ჩართულობით, საანგარიშო პერიოდში არაერთი ბავშვის, ახალგაზრდისა თუ ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიცვალა უკეთესობისკენ.