ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ტყიბულში ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ.
მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის, ტყიბულის ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად რეაბილიტაციის ცენტრის ბენეფიციარებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და წითელი ჯვრის ჰუმანიტარული ამანათები გადასცა.
,,რეაბილიტაციის ცენტრ ნაიო“-ს ფილიალში მომსახურებას 29 ბენეფიციარი იღებს და ყველა მათგანს ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით განსაზღვრული საჩუქარი გადაეცა.