ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში

17 ოქტომბერი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ნელი ქარელის ინიციატივითა და ორგანიზებით, ტყიბულელმა ბავშვებმა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატსის ბენეფიციარებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს. პანსიონატს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული "ანა-ბანას" ბავშვები ( ხელმძღვანელი ელისო დონაძე) და ხელოვნების სკოლის აღზსაზრდელები (პედაგოგი მაია დონაძე) ესტუმრნენ და დევიზით ,,სიკეთე გადამდებია“ საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გამართეს.



ტყიბულიდან ჩასულებმა, ხანდაზმულებს თანაქალაქელებისგან შეგროვებული ტანსაცმელი, ტყიბულის მერის, თემური ჩუბინიძის, მერიის სამსახურის ხელმძღვანელების, ზოგიერთი თანამშრომლის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის და რამდენიმე მოქალაქის ფინანსური მხარდაჭერით შეძენილი სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

გააზიარე