ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

დასახლების საერთო კრებები სოჩხეთისა და გურნის ადმინისტრაციულ ერთეულებში

27 იანვარი, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთა კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად დასახლების საერთო კრებები სოჩხეთისა და გურნის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა, რომელსაც რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის პირველი მოადგილე, გიორგი ლომთაძე და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური უფროსი, ზაზა ზოსიაშვილი დაესწრენენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მოსახლეობისგან სოფლებში განსახორციელებელ პროექტებზე მოსაზრებები მოისმინეს, რომელთა უმეტესი ნაწილი გარე განათების, გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას შეეხებოდა. სოჩხეთში მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხად სოფლის ცენტრში არსებული მემორიალის რეაბილიტაცია დაასახელა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 532 000 ლარია გამოყოფილი, აქედან სოჩხეთის ადმინისტრაციულ ერთეულისთვის 34 000, ხოლო გურნის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 86 000 ლარია განსაზღვრული.

გააზიარე