,,დვითობა"
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ,,დავითობა“ აღინიშნა. წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვა აღევლინა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა წმინდა მეფეს პატივი მიაგეს და დავით აღმაშენებლის საფლავი ყვავილებით შეამკეს. დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.
ის 53 წლის ასაკში 1125 წელს აღესრულა.
ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.