გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა
გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა - გოგნის ქარის ელექტროსადგურის და მისი ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გოგნის ქარის ელექტროსადგურის და მისი ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „გოგნის ქარის კომპანია“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2026 წლის 18 თებერვალი, 16:00 საათი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ.მუხურის საჯარო სკოლის შენობა
- 2026 წლის 19 თებერვალი, 12:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. N109 )
- 2026 წლის 19 თებერვალი, 15:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალთერჯოლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2026 წლის 20 თებერვალი, 11:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2026 წლის 20 თებერვალი, 14:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. გოგნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 9 მარტის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge, ტელ: +995 32 2439503/+995 32 2439510)
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://ei.gov.ge/ka/info/8fa4c479-16b4-4291-87b5-5a4b59246e9e