ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება

7 მარტი, 2020

კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება. დღეს სადეზინფექციო სამუშაოები ქალაქის საჯარო სკოლებში ჩატარდა, სადაც სპეციალური სითხებით დამუშავდა სველი წერტილები, დერეფნები, საკლასო ოთახები და შენობების გარე პერიმეტრი.

კვირის განმავლობაში სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით, ასევე დამუშავდა საბავშვო ბაღები, სახელოვნებო სკოლები, მუნიციპალიტეტის თეატრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სპორტის სასახლე, მერიის ადმინისტრაციული შენობა. გარდა ამისა, მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.

ხვალ სადეზინფექციო სამუშაოები სოფლების საჯარო სკოლებში ჩატარდება.

გააზიარე