ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი წელსაც გრძელდება

13 მარტი, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების რეაბილიტაციის პროცესი წელსაც გრძელდება. მჯერად შესაბამისი სამუშაოები ტყვარჩელის ქუჩაზე ხორციელდება, სადაც NN 24; 26; 32 და 34 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს.


ადგილზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე იმყოფებოდა, რომელიც დეტალურად გაეცნო შესრულებულ და დაგეგმილ სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ბორდიურების მოწყობა და 12 სმ-იანი სისქის არმირებული ბეტონის დაგება.

შიდა ეზოების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 285 531 ლარს შეადგენს. სამუშაოები მაისის თვეში დასრულდება და ეზოების კეთილმოწყობით მოსახლეობას დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდება

გააზიარე