ფაშიზმზე გამარჯვების 80 წელი
ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წელთან დაკავშირებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას
.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ელენა გველესიანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოჯახში მიულოცეს, რომელმაც სასაჩუქრე კალათასთან ერთად მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო მიიღო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 მაისი, ასევე მიულოცეს მეორე მსოფლიო ომის გმირის ოჯახის წევრს, თამარ გაბრიაძეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი ფულადი დახმარება, მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებულმა პირებმაც მიიღეს.