ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

პროექტ GRETA-ს საინფორმაციო შეხვედრა

16 იანვარი, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტ GRETA-ს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინედა პროექტ GRETA-ს პრეზენტაციას და მდგრადი მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტებში განხორციელებული კვლევების შედეგად განსაზღვრული საბაზრო პოტენციალის და ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობების წარდგენა/განხილვას ინტერაქტიულ რეჟიმში.

პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობასა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

გააზიარე