ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საგრანტო პროგრამა

21 იანვარი, 2022

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს შემდეგ რეგიონებში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

აღნიშნული პროგრამა მოიცავს ორი კატეგორიის საგრანტო პროგრამას:

• მცირე გრანტი 30 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა.

• ინოვაციური მეწარმეობის გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რომლის მიზანია ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური ელემენტის შემცველი და კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნეს პროექტების დაფინანსება.

100.000 ლარიან საგრანტო პროგრამა;

https://cutt.ly/SIn21yb

30.000 ლარიანი საგრანტო პროგრამა;

https://cutt.ly/QIn9qUz

საინფორმაციო შეხვედრის ბმული https://cutt.ly/yIvFlxV

 

გააზიარე