ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნა

21 თებერვალი, 2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნა

სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა

დამგეგმავი ორგანო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: საქართველოს ტერიტორია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით, 2022 წლის 21 დეკემბერს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის განცხადება და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი. საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა, თანდართული დოკუმენტაცია და სკოპინგის განცხადება, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, განთავსდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (ელ. ბმული- https://nea.gov.ge/Ge/GZSH/1209), საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიის საინფორმაციო დაფებსა და ოფიციალურ ვებგვერდებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (http://www.moesd.gov.ge/?page=projects&s=49)

საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მისი დანართის - ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკოპინგის დასკვნა- https://drive.google.com/file/d/1u7SYa7Y-JUiJLpxRsespuQ_WkXPbiLby/view?usp=sharing

 

 

გააზიარე