საკონსულტაციო შეხვედრა მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთა კონსულტაციები დაიწყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირველი საკონსულტაციო შეხვედრა მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ გამოყოფილი 20000 ლარით სოფლის შიდა საუბნო გზების მოხრეშვის გადაწყვეთილება მიიღო.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. მთავრობის დადგენილების შესაბამისად, დასახლებებში, რომლებშიც რეგისტირებული ამომრჩევლთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500, იმართება დასახლებების საერთო კრება, ხოლო დასახლებებში, რომლებშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 500-ზე მეტს ამომრჩევლებთან კონსულტაცია.
გაანგარიშება შემდეგი პრინციპით მოხდა: ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს გამოეყო 10 000 ლარი; ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 201-დან 400 მაცხოვრებელს გამოეყო 12 000 ლარი; გ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს 401-დან 1 000 მაცხოვრებელს გამოეყო 16 000 ლარი; დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს გამოეყო 20 000 ლარი.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის 532 000 ლარია გამოყოფილი.