სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური მხარდაჭერის განყოფილებაში.
აღნიშნული კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე - www.hr.gov.ge, სადაც განაცხადების ელექტონული მიღება წარმოებს 10 სექტემბრის ჩათვლით.
იხილეთ დანართი: