სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „გოგნის ქარის კომპანიის“ მიერ ქარის ელექტროსადგურის და მისი ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა-ექსპლუატაცია
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - შპს „გოგნის ქარის კომპანიის“ მიერ ქარის ელექტროსადგურის და მისი ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა-ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: გოგნის ქარის ელექტროსადგურის და მისი ქსელთან დამაკავშირებელი 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „გოგნის ქარის კომპანია“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და
ადგილი:
- 2025 წლის 24 სექტემბერი, 16:00 საათი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფ. მუხურის საჯარო სკოლის შენობასთან არსებული სპორტდარბაზის შენობა
- 2025 წლის 25 სექტემბერი, 12:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. N109 )
- 2025 წლის 25 სექტემბერი, 15:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ახალთერჯოლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2025 წლის 26 სექტემბერი, 11:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩხარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2025 წლის 26 სექტემბერი 14:00 საათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. გოგნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის გამცემ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის და საჯარო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, 2025 წლის პირველ სექტემბერს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე. აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუადრეს 26-ე დღისა და არაუგვიანეს 30-ე დღისა სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სკოპინგის დასკვნას, რომლითაც განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი. სკოპინგის დასკვნის გაცემისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სახელმძღვანელო დოკუმენტი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/8fa4c479-16b4-4291-87b5-5a4b59246e9e