ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება

27 მაისი, 2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესიც.

წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტს სამი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატება, რომელებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და აღიჭურვება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა და მე-4 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 50 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა, რომლისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა 739 200 ლარი გამოჰყო.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონიდის დაფინანსებით, ასევე მიმდინარეობს ქალაქის N2 და სოფელ გელათის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პრეოქტი, რომელთა ჯამური ღირებულება 778 548 ლარს შეადგენს.

ახლი სასწავლო წლისთვის ბაღები სრულად იქნება გაზიფიცირებული, წყალმომარაგებითა და ელექტოენერგიით უზრუნველყოფილი, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული.

გააზიარე